New Collective – ის მზადება პრეზენტაციისთვის

   New Collective  ამ წელს წარსდგება კვლევითი პროექტით „წარსულის ისტორიები“ რომელიც სპეციალურად წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალისათვის შექმნილი ექსპოზიციაა. კვლევით პროექტზე მუშაობა ახალი კოლექტივის ჯგუფმა 2015 წელს დაიწყო, როდესაც ფესტივალის პროგრამის ფარგლებში წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში საარქივო მასალების პრეზენტაცია მოეწყო. წარმოდგენილი კვლევითი პროექტის მეორე ეტაპი მოიცავს წყალტუბოს წარსულის შესახებ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ისტორიებისა და მასალების შეგროვებას. წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან თანამშრომლობითა და ანზორ ბაბუნაშვილის დახმარებით მოძიებულ იქნა საინტერესო ექსპონატები, რომელთა ისტორიები ერთმანეთისაგან განსხვავებულია და საგამოფენო სივრცეში თითოეული მათგანი წყალტუბოს წარსულ იერსახეს აცოცხლებს. თუკი საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ვიდეო მასალა ასახავს 80-იანი წლების წყალტუბოს ყოველდღიურობას, პირველი თოვლი წყალტუბოში, წყალდიდობა, სეირნობა ქუჩებში და 7 ოქტომბრის აღლუმი, ამის პარელელურად, ექსპოზიციაში გამოფენილია ხელსახოცების კონვერტი, რომელიც სტალინის სტუმრობის დროს მის სასტუმრო ოთახში ინახებოდა. უცნობი მედდისათვის საჩუქრად გადაცემული ხის სამკაულების ყუთი, რომელზეც შემორჩენილია მადლიერი ჯარისკაცების საინტერესო წარწერები. ექსპოზიციაში, ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ცნობილი ექიმის კერძო კოლექციაში შემონახულ სავიზიტო ბარათებსაც.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s