Category Archives: კატეგორიის გარეშე

ნანატრი ფესტივალის მეორე დღე!

ფესტივალის მეორე დღეს გავეშურეთ წყალტუბოს მხარეთ მცოდნეობის მუზეუმში და დავესწარით წყალტუბოს ისტორიის გამოფენას, 12 საათზე კი გეზი ავიღეთ ნათელა გრიგალაშვილის  გამოფენაზე სადაც  ორ საათზე დაიწყო დოკუმენტური ფილმი წყალტუბოს “მდუღარე ქვაბები” აქ აჩვენეს 5 კვირის განმავლიბაში გატარებული დრო, როგორ ასწავლიდნენ ერთმანეთს  თავიანთი ტრადიციული საკვების კეთებას,(ვაღიარებ ძალიან გემრიელადაც გამოუვიდათ)სიმღერებს და პატარა პოეზიის საღამოც მოაწყვენ. ძალიან ნასიამოვნები დავრჩით ამ ფილმით რადგან,ამ დროის განმავლობაში  ჩვენც მათ გვერდით ვიყავით☺😍. მოგვიანებით მერცხალის შენობაში გავმართეთ პატარა პრეზენტაცია ფესტივალის პირველ დღესთან და ველოსიპეტების ვორკშოპთან დაკავშირებით🚲🚴🚴 

მაყურებელს გასული დღე წარვუდგინეთ ფოტოებით, როგორ ვაკრავდით მთელ ქალაქში პლაკატებს, მოკლედ რომ ვთქვათ მთელი წყალტუბო “შემოვსკოჩეთ”.  პრეზენტაციის შემდეგ კი პატარა  საჩუქარი გავუკეთეთ ქალბატონ დაგმარს.🎁

ბავშვების ხელით მოხატული მაისური გადავეცით.შესვენების შემდეგ კი როკ ჯგუფმა “ჩიჩომ” შესანიშნავი  საღამო შემოგვთავაზა. მხიარულმა მუსიკამ  გამომაფხიზლა და მთელი დღის დაღლა დამავიწყა.სასიამოვნოდ დაღლილებბს სახლში  მისვლისთანავე ჩაგვეძინა☺😪

წყალტუბოს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა

ამ წუთებში  წყალტუბოს ცენტრალურ პარკში იმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა , ეს ნივთები დამზადებული იყო სპეციალურად ფესტივალისათვის,  ნივთები დაამზადეს: ნანა მანაგაძე, ქეთი ჩოგოვაძე, მადლენა ჟორჟოლიანი და ქრისტინე ქუთათელაძე. თითოეული ნივთის დამზადებას დასჭირდა დაახლოებით 1 საათი.  გამოფენის მსვლელობისას  ავტორებმა საჩუქარი გადასცეს ქაბატონ დაგმარ რაიჰერტის.

ფესტივალს გახსნილად ვაცხადებთ!

  როგორც იქნა  ეს დღეც დადგა. ჩვენი მოსაწყენი ცხოვრება  მეტად მხიარული გახდა.  ამ დღეს ერთი წელი ველიდებოდით. წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალს გახსინალად  ვაცხადებთ!

16 სექტემბერს 3 საათზე წავედით მუსიკალურ სკოლაში სადაც დავესწარით შესანიშნავ კონცერტს სადაც მიუხენის, და თბილისის მუსიკოსები უკრავდნენ მუსიკალური სკოლის მოსწავლეებთან ერთად. მუსიკა იმდენად სასიამივნოდ ჟღერდა რომ ჩვენს გვერდით მჯდომ ქალბატონს თვალები მიელულა 🙂  ასევე ჩვენც 😂

მუსიკოსები 10 დღის გნმავლობაში ემზადებიდნენ და ამ სამზადისმა ნაყოფი გამოიღო. გერმანელმა  და ქართველმა მუსიკოსებმა “როლები გაცვალეს”   შეისწავლეს ერთმანეთის ფოლკლორული სიმღერები და წარუდგინეს მაყურებელს.  შემდეგ ქართვრლმა სამმა ძმამ შეასრულა არაჩვეულებრივი სიმღერა მუსიკალური აკომპანიმენტის გარეშე. ასევე  კაზუა და როლფ ვებერების და გიორგი თაგაურის შესანუშნავმა კლასიკურმა მუსიკამ დაგვატყვევა ☺.


6 საათზე გართობა გაგრძელდა ივერიის საკონცერტო დარბაზში. პირველად სიტყვით წარსდგა შვეიცარიის ელჩი საქართველოში.

წარმატებები უსურვა ფესტივალს, მის ორგანიზატორებს და მადლობა გადაუხადა ამ საამაყო მეგობრული თანამშრომლობისთვის.


გასაოცარი ფოლკროლური მუსიკა გვაჩუქა შვეიცარიულმა ჯგუფმა “Nidwaldner Huismuisig”.

 მაყურებლებისთვის ორივე მხარემ


(შვეიცარიელმა ქორეოგრაფებმა, ქართველმა მოსწავლეებმა და ქართულმა ქორეოგრაფიულმა ჯგუფმა “იალონი” და “გიჟი პეპლები”) წარმოადგინა ეროვნული ცეკვა. საღამო კი დაასრულა როკ ჯგუფმა  “Lady Heroine” ფოიერვერკების თანხლებით.