ფესტივალის მეორე დღეს გავეშურეთ წყალტუბოს მხარეთ მცოდნეობის მუზეუმში და დავესწარით წყალტუბოს ისტორიის გამოფენას, 12 საათზე კი გეზი ავიღეთ ნათელა გრიგალაშვილის გამოფენაზე სადაც ორ საათზე დაიწყო დოკუმენტური ფილმი წყალტუბოს “მდუღარე ქვაბები” აქ აჩვენეს 5 კვირის განმავლიბაში გატარებული დრო, როგორ ასწავლიდნენ ერთმანეთს თავიანთი ტრადიციული საკვების კეთებას,(ვაღიარებ ძალიან გემრიელადაც გამოუვიდათ)სიმღერებს და პატარა პოეზიის საღამოც მოაწყვენ. ძალიან ნასიამოვნები დავრჩით ამ ფილმით რადგან,ამ დროის განმავლობაში ჩვენც მათ გვერდით ვიყავით☺😍. მოგვიანებით მერცხალის შენობაში გავმართეთ პატარა პრეზენტაცია ფესტივალის პირველ დღესთან და ველოსიპეტების ვორკშოპთან დაკავშირებით🚲🚴🚴
მაყურებელს გასული დღე წარვუდგინეთ ფოტოებით, როგორ ვაკრავდით მთელ ქალაქში პლაკატებს, მოკლედ რომ ვთქვათ მთელი წყალტუბო “შემოვსკოჩეთ”. პრეზენტაციის შემდეგ კი პატარა საჩუქარი გავუკეთეთ ქალბატონ დაგმარს.🎁
ბავშვების ხელით მოხატული მაისური გადავეცით.შესვენების შემდეგ კი როკ ჯგუფმა “ჩიჩომ” შესანიშნავი საღამო შემოგვთავაზა. მხიარულმა მუსიკამ გამომაფხიზლა და მთელი დღის დაღლა დამავიწყა.სასიამოვნოდ დაღლილებბს სახლში მისვლისთანავე ჩაგვეძინა☺😪










